2/27/17

კარნავალი ნიცაში

Carnival in Nice 

11-25 თებერვალის საფრანგეთში ქ. ნიცაში კარნავალი შედგა.
კარნავალი ნიცაში არის მსოფლიოში რიგით მესამე, თავისი მნიშვნელობით. მას მხოლოდ რიო-დე-ჟანეიროს და ვენეციის კარნავალები აღემატება.

ზეიმი 11 თებერვალს გრანდიუზული, კოსტუმირებული მსვლელობით დაიწყო.
წელს ნიცაში 133-ე კარნავალი მოეწყო და ის “ ენერგეტიკის ხელმწიფეს” მიეძღვნა.
ზეიმი ორი კვირა გაგრძელდა. ქუჩებს კჯამბაზები, მუსიკოსები დს  ჟონგლიორები  მოეფინენ. ციდან, ტკბილეულის  წვიმა ცვიოდა.  

სხვათა შორის, ნიცის უჩებში გამოჩდენ თოჯინები, რომლებიც  პოლიტიკოსებს განასახიერებდენ. მათ შორის მერიონ მარიშალ-ლე პენს (Marion Marechal-Le Pen) და პრეზიდენტობის კანდიდატების ჟან-ლუკა მელაშონს ( Jean-Luc Melanshona) და ემანუელ მარკონს (Emmanuel Macro).
ტრადიციისამებრ, კარნავალის ფარგლებში იმართება ყვავილების აღლუმი. იმ მანდილოსანთა შორის, რომლებიც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელით ცეკვავენ, აღლუმის დედოფალს ირჩევსნ.
პირველი დღესასწაული, რომელმაც კარნავალს ჩაუყარა საფუძველი ნიცაში 1294 წელს შედგა. იმ დროს ნიცა ანჟუს ჰერცოგმა მოინახულა. მას გართობა და დროსტარება სურდა.
1924 წლის შემდგომ, ნიცაში კარნავალი ყოველ წელს იმართება. მიუხედავდ ამისა მან მაშტაბური მნიშვნელობა მხოლოდ XIX საუკუნეში შეიძინა.
წელს ,კარნავალი გაძლიერებული უსაბრთხოების ფონზე გაიმართა. აკრძალული იყო პირეოტექნიკისა და სათამაშო იარაღის გამოეყენება.
საკარნავალო სივრცეში შესვლვლელა 5 ევრო ღირდა.

უზარმაზარი 2 ტონიანი თოჯინები, 8-12 მეტრის სიმაღლეზე ეკიდა და ზევიდან უცქერდენ კარნავალს.
შარშან კარნავალს მილიონი ადამიანი დაესწრო, წელს მონაწილეობის სურველი შედარებით ნაკლებმა ადამიანმა გამოთქვა. ექსპერტები ამას ტერორისტული საფრთხის მოლოდინს უკავშირებენ. მიუხედავად ამისა, როგორც ამბობენ კარნავალმა ჩინებულად ჩაიარა.
გააზიარეთ მოიწონეთ ან გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი.
მეტი კულტურა თქვენს სივრცეში



2/24/17

ვაჟა-ფშაველა, ფსევდონიმის შესახებ

ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, პოეტი, მწერალი

1883 წელის 22 აგვისტო,  ვაჟა-ფშაველა სასწავლებლად პეტერბურგში მიდის. უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე მსმენელად ირიცხება. ექვთიმე თაყაიშვილი წერს  "ვაჟა-ფშაველა, ესწრებოდა ქართველი სტუდენტების სხდომებს სათვისტომოს საკითხების შესახებ. ფშავ-ხევსურეთის სახალხო პოეზიიდან აუარებელი ლექსები იცოდა ზეპირად … და ყველანი განცვიფრებულნი ვიყავით, როგორ შეეძლო ამდენი ლექსების ზეპირად დამახსოვრება”. "

პეტერბურგში შეარქვეს ლუკას ვაჟა-ფშაველა. თავიდან მისი ფსევდონიმები იყო „ლ. რაზ–ვი“, „ლ. კათაკმეველი“, „მგელია ხინკალჭამიაშვილი“ .  ვაჟა ფშაველა ლუკას დიმიტრი ცისკარიშვილმა შეარქვა.
ცაო, დამსეტყვე,
აქა ვარ ჩემის თავითა,
გულითა გაუტეხელი,
მოუღალავი მკლავითა.
რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შავეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლევინებ
მოზღვავებულის ავითა!..
                                               დამსეტყვე ცაო
                                             ვაჟა-ფშაველა
ერთ დღეს ვაჟას და მის ძმას, გიორგის ფული გამოელიათ. გაჭირვების ჯამს, ერთ  ნაცნობ, გერმანელი სტუდენტს გადაეყარენ.   გერმანელმა მათ შესთავაზა ბილიარდის სანეძლაოზე თამაში. დამარცხებული სადილის ფულს გადაიხდიდა. ითამაშეს, ვაჟამ და გიორგიმ გაიმარჯვეს. გერმანელი კიდევ უფრო გაჭირვებული აღმოჩნდა, ვიდრე ვაჟა  და გიორგი იყვენ. გერმანელმა საბილიარდოდან გაპარვა სცადა. ფულის გადაუხდელობის გამო ჩხუბი ატყდა. როგორც ამბობენ ვაჟა-ფშაველას იმ დღეს საბილიარდეში ცნობილი პეტერბურგელი მოკრივე შემოელახა.  
დიმიტრი ცისკარიშვილმა კარგად იცოდა მთის ადათი. ფშავ-ხევსურეთში ვაჟა- კარგ ბიჭს, ვაჟკაცს ნიშნავს.  
ვაჟა-ფშაველ ადა ალექსანდრე ყაზბეგი

2/20/17

Tbilisi Art Live - დაიჯესტი

Tbilis Art live  - ყოველკვირეული დაიჯესტი საინტერესო და ახალი ამბების. ყოველკვირეული კრებულ.  მეტი კულტურა, ჩვენ სივრცეში! გამოიწერე, 
მოიწონე, გააზიაერ ჩვენი გვერდი.  


გერმანიაში ქ, ბრაუნშვეიგიში გერცოგ ანტონ ულრიხის მუზეუმში რემბრანტი ვან რეინის უცნობი ნახატი  აღმოაჩინეს.

გააგრძელე კითხვა

Dior - 70 წლის იუბილე


2017 წელს ფრანგული მოდის სახლი Dior 70 წლის იუბილეს ზეიმობს. დიორის ტანისამოსის კოლექციის

Depeche Mode -- მოემზადეთ


ვისაც გახსოვთ ლეგენდარული ჯგუფი   Depeche Mode. მოემზადეთ რევოლუციისთვის.


მხატვარი და მოცეკვავე

ნიკო ფიროსმანი
(1862, სოფ. მირზაანი ― 1918, ქ.თბილისი)
ქართველი თვითნასწავლი მხატვარი.

ერთ დღეს ნიკალამ აღმოაჩინა, რომ მარგარიტამ ის მიატოვა და საფრანგეთში წავიდა.

გააგრძელე კითხვა

2/18/17

რემბრანტის უცნობი ნახატი

გერმანიაში ქ, ბრაუნშვეიგიში გერცოგ ანტონ ულრიხის მუზეუმში რემბრანტი ვან რეინის უცნობი ნახატი  აღმოაჩინეს.
 "Dürer, Cézanne and You. How Masters Draw"
რემბრანტი ვან რეინი
ცნობილი ჰოლანდიელი მხატვრის ნახატი რამდენიმე ასწლეული,  ანტონ ულრიხის მუზეუმში ინახებოდა და არავინ იცოდა, რომ მისი ავტორი რემბრანტია.   
ერთხელ ჩვეულებრივი სამუზეოუმო აღწერის დროს, ის ექსპერტმა დერინგმა შეამჩნია. ნახატს მინიჭებული ქონდა ნომერი: “719 - მუშა ძაღლისს ნახატი, შესრულრბული ცარცით”.

ანტონ ულრიხის მუზეუმი
ექსპერტმა  დერინგმა მხოლოდ ერთი ოსტატი იცოდა ვისაც ასეთი ტექნიკით ხატვა შეეძლო. ეხსპერტის ვარაუდით, ეს ნახატი  რემბრანტ ვან რეინის უცნობი ნახატი იყო.  ნახატს ჩაუტარდა მიკროსკოპიული გამოკვლევა. ის ასევე შეადარეს რემბრანტის სხვა ნახატებს. რომლებიც გამოფენილია ვენაში, ამსტერდამში რომში და პარიზში, ვენინგერის ვარაუდი გამართლდა. ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ წარმოდგენილი ნამუშევარი რემბრანტს ეკუთვნის.
ხელოვნების მოყვარულები ნახატის ნახვას 6 აპრილს შეძლებენ, სწორედ ამ დღეს გამოფენს მუზეუმი ნახატს დარბაზში სახელწოდებით  "Dürer, Cézanne and You. How Masters Draw"

ვერა ლინის 100 წლეი შეუსრულდება.


ბრიტანელიმა მომღერალმა ვერა ლინმა (Vera Lynn), სახელი მეორე მსოფლიო ომის დროს გაითქვა. წელს მან ახალი ალბომი გამოსცა, ალბომი მისი 100 წლის იუბილეს ეძღვნება.  მარტში ვერა ლინის 100 წლეი შეუსრულდება. მის ახალ ალბომში 100  მომღერლის მიერ შესრულებული 100 სიმღერა შევა კომპოძიციები თანამედროვედ დამმუშავდება.  მათ შორის იქნება ვერა ლინის ისეთი ძველი ხიტები როგორიც არის "The White Cliffs of Dover" და "Auf Wiederseh’n Sweetheart."


ხმის ჩამწერმა სტუდიამ Decca Records გამოაქვეყნა მომღელის გაცხადება ის აღნიშნავს რომ სასიამოვნდ გაკვირვებულია "რადგან ხალხს დღესაც  მოსწონს ძველი სიმღერები" ამასთანავე აღნიშნა, რომ თავადაც უხარია ძველი სიმღერების ახალი ინტერპრეტაციით მოსმენა
ვერა ლინი სამამულო ომის დროს ბევრ ცნობილ ხიტს ასრულებდა. მას ხშირად უწევდა ფრონტის ხაზზე გასვლა და ბრიტანელი ჯარისკაცებისთვის კონცერტის გამართვა, მას ზედმეტი სახელიც შეარქვეს Forces Sweetheart (შეიარაღებული ძალების სატრფო) . 1952 წელს კი ის გახდა პირველი ბრიტანელი მომღერალი რომლის სიმღერაც ამერიკულ ხიტპარადსი (Auf Wiederseh’n Sweetheart) მწვერვალზე მოექცა.


ვერა ლინის ახალი ალბომი 17 მარტს გამოვა, მის იუბილენდე 3 დღით ადრე. 18 მარტს კი ცოცხალი ლეგენდის პატივსაცემად ლონდონში, ტეატრ ლონდონ პალადიუმში (London Palladium ) გაიმართება კონცერტი რომელშიც ახალგაზრდა ნიჭიერი  მუსიკოსები მიუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას. თავად იუბილარიმა კი სცენაზე სიმღერა არ ისურვა "მინდა მსმენელისთვის დავრჩე ისეთი როგორიც ვიავი ადრე" განა ცხადა მომღერალმა.

2/17/17

გიგანტური თოვლის ბაბუა.

გარმანიაში ყველაზე დიდი ზომის თოვლის ბაბუა ააგორეს. ის სოფელ კალსფერდში (Karlsfeld) დგას, მისი სიმაღლე 15.50 მეტრია. მის შეკოწიწებისთვის 60 ტონა თავლი გამოიყენეს. ცხვირი მატრასის აქვს, მისი კაშნე კი 40 მეტრი სიგრშძის არის.
  გერმანია, კლასფერდი გიგანტური თოვლის ბაბუა
ადგილობრივი ტურისტული კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით გიგანტური თავლის ბაბუა უამრავ მნახველს იზიდავს.
გიგანტური თოვლის ბაბუა


თოვლის ბაბუა სპეციალურად სათხილამურო კარნავალისთვის ააგეს. ის  კლასეორდში 25 თებერვალს ჩატარდება. იდეა ერთერთი ადგილობრივი მცხოვრების დაბადების დღის აღნიშვნისას დაიბადა.
გიგანტური თოვლის ბაბუა

2/15/17

ძველი ვაზის ჯიშის საუკეთესო ღვინის შეფასება შედგა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ყურძნის უძველესი ქართული ჯიშების მოძიებისა და აღდგენის პროცესი,  ასევე  ღვინის სახეობების ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების სამეცნიერო დონეზე შესწავლა მიმდინარეობს.
ამ დროისთვის კვლევითი ცენტრის მიერ მოძიებული ძველი იშვიათი ქართული ვაზის ჯიშისგან დაყენებული ღვინის სახეობები შეაფასეს.
ღვინის ეროვნულ სააგენტოში სპეციალისტების მიერ ქართლის, კახეთის და მესხეთის რეგიონებისთვის დამახასიათებელი უნიკალური ჯიშებისგან დაწურული 23 სახეობის ღვინო შეფასდა. სულ წარდგენილი იყო 14 თეთრი და 9 წითელი სახეობის ღვინო.
ყველაზე მაღალი შეფასება თეთრი ღვინოებიდან მიიღეს:
  • კახური მცვივანი (კახეთის რეგიონი, მოსავლიანობა 14.2 ტონა);
  • ჯვარი (ქართლის რეგიონი, მოსავლიანობა 5.3 ტონა);
  • მხარგრძელი (კახეთის რეგიონი, მოსავლიანობა 10.8 ტონა);
ყველაზე მაღალი შეფასება წითელი ღვინოებიდან:
  • ახმეტის წითელი (კახეთის რეგიონი, მოსავლიანობა 13.3 ტონა);
  • სრელური (ქართლის რეგიონი, მოსავლიანობა 24.3 ტონა);
  • სიმონასეული (კახეთის რეგიონი, მოსავლიანობა 13.3 ტონა).

შეფასება შედგა  შემდეგი პარამეტრებით: შეფერილობის ინტენსივობა(ღია-მუქი), ხილის ტონები (კენკრა, კურკოვანი, ყვითელი ხილი), სანელებლები, ყვავილოვანი ტონები, ვეგეტატიური ტონები (ბალახი, ყლორტები, პიტნა), სიმჟავე, ტანინი/სხეულიანობა, სიმწკლარტე/სიუხეში და ალკოჰოლის შეგრძნება.აღსანიშნავია რომ  საბოლოო შეფასეისას გათვალისწინებული იყო ჯიშის მოსავლიანობის პარამეტრიც.