2/15/17

ძველი ვაზის ჯიშის საუკეთესო ღვინის შეფასება შედგა.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში ყურძნის უძველესი ქართული ჯიშების მოძიებისა და აღდგენის პროცესი,  ასევე  ღვინის სახეობების ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების სამეცნიერო დონეზე შესწავლა მიმდინარეობს.
ამ დროისთვის კვლევითი ცენტრის მიერ მოძიებული ძველი იშვიათი ქართული ვაზის ჯიშისგან დაყენებული ღვინის სახეობები შეაფასეს.
ღვინის ეროვნულ სააგენტოში სპეციალისტების მიერ ქართლის, კახეთის და მესხეთის რეგიონებისთვის დამახასიათებელი უნიკალური ჯიშებისგან დაწურული 23 სახეობის ღვინო შეფასდა. სულ წარდგენილი იყო 14 თეთრი და 9 წითელი სახეობის ღვინო.
ყველაზე მაღალი შეფასება თეთრი ღვინოებიდან მიიღეს:
  • კახური მცვივანი (კახეთის რეგიონი, მოსავლიანობა 14.2 ტონა);
  • ჯვარი (ქართლის რეგიონი, მოსავლიანობა 5.3 ტონა);
  • მხარგრძელი (კახეთის რეგიონი, მოსავლიანობა 10.8 ტონა);
ყველაზე მაღალი შეფასება წითელი ღვინოებიდან:
  • ახმეტის წითელი (კახეთის რეგიონი, მოსავლიანობა 13.3 ტონა);
  • სრელური (ქართლის რეგიონი, მოსავლიანობა 24.3 ტონა);
  • სიმონასეული (კახეთის რეგიონი, მოსავლიანობა 13.3 ტონა).

შეფასება შედგა  შემდეგი პარამეტრებით: შეფერილობის ინტენსივობა(ღია-მუქი), ხილის ტონები (კენკრა, კურკოვანი, ყვითელი ხილი), სანელებლები, ყვავილოვანი ტონები, ვეგეტატიური ტონები (ბალახი, ყლორტები, პიტნა), სიმჟავე, ტანინი/სხეულიანობა, სიმწკლარტე/სიუხეში და ალკოჰოლის შეგრძნება.აღსანიშნავია რომ  საბოლოო შეფასეისას გათვალისწინებული იყო ჯიშის მოსავლიანობის პარამეტრიც.