2/24/17

ვაჟა-ფშაველა, ფსევდონიმის შესახებ

ვაჟა-ფშაველა

ვაჟა-ფშაველა ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, პოეტი, მწერალი

1883 წელის 22 აგვისტო,  ვაჟა-ფშაველა სასწავლებლად პეტერბურგში მიდის. უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე მსმენელად ირიცხება. ექვთიმე თაყაიშვილი წერს  "ვაჟა-ფშაველა, ესწრებოდა ქართველი სტუდენტების სხდომებს სათვისტომოს საკითხების შესახებ. ფშავ-ხევსურეთის სახალხო პოეზიიდან აუარებელი ლექსები იცოდა ზეპირად … და ყველანი განცვიფრებულნი ვიყავით, როგორ შეეძლო ამდენი ლექსების ზეპირად დამახსოვრება”. "

პეტერბურგში შეარქვეს ლუკას ვაჟა-ფშაველა. თავიდან მისი ფსევდონიმები იყო „ლ. რაზ–ვი“, „ლ. კათაკმეველი“, „მგელია ხინკალჭამიაშვილი“ .  ვაჟა ფშაველა ლუკას დიმიტრი ცისკარიშვილმა შეარქვა.
ცაო, დამსეტყვე,
აქა ვარ ჩემის თავითა,
გულითა გაუტეხელი,
მოუღალავი მკლავითა.
რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შავეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლევინებ
მოზღვავებულის ავითა!..
                                               დამსეტყვე ცაო
                                             ვაჟა-ფშაველა
ერთ დღეს ვაჟას და მის ძმას, გიორგის ფული გამოელიათ. გაჭირვების ჯამს, ერთ  ნაცნობ, გერმანელი სტუდენტს გადაეყარენ.   გერმანელმა მათ შესთავაზა ბილიარდის სანეძლაოზე თამაში. დამარცხებული სადილის ფულს გადაიხდიდა. ითამაშეს, ვაჟამ და გიორგიმ გაიმარჯვეს. გერმანელი კიდევ უფრო გაჭირვებული აღმოჩნდა, ვიდრე ვაჟა  და გიორგი იყვენ. გერმანელმა საბილიარდოდან გაპარვა სცადა. ფულის გადაუხდელობის გამო ჩხუბი ატყდა. როგორც ამბობენ ვაჟა-ფშაველას იმ დღეს საბილიარდეში ცნობილი პეტერბურგელი მოკრივე შემოელახა.  
დიმიტრი ცისკარიშვილმა კარგად იცოდა მთის ადათი. ფშავ-ხევსურეთში ვაჟა- კარგ ბიჭს, ვაჟკაცს ნიშნავს.  
ვაჟა-ფშაველ ადა ალექსანდრე ყაზბეგი

No comments :

Post a Comment