2/27/17

კარნავალი ნიცაში

Carnival in Nice 

11-25 თებერვალის საფრანგეთში ქ. ნიცაში კარნავალი შედგა.
კარნავალი ნიცაში არის მსოფლიოში რიგით მესამე, თავისი მნიშვნელობით. მას მხოლოდ რიო-დე-ჟანეიროს და ვენეციის კარნავალები აღემატება.

ზეიმი 11 თებერვალს გრანდიუზული, კოსტუმირებული მსვლელობით დაიწყო.
წელს ნიცაში 133-ე კარნავალი მოეწყო და ის “ ენერგეტიკის ხელმწიფეს” მიეძღვნა.
ზეიმი ორი კვირა გაგრძელდა. ქუჩებს კჯამბაზები, მუსიკოსები დს  ჟონგლიორები  მოეფინენ. ციდან, ტკბილეულის  წვიმა ცვიოდა.  

სხვათა შორის, ნიცის უჩებში გამოჩდენ თოჯინები, რომლებიც  პოლიტიკოსებს განასახიერებდენ. მათ შორის მერიონ მარიშალ-ლე პენს (Marion Marechal-Le Pen) და პრეზიდენტობის კანდიდატების ჟან-ლუკა მელაშონს ( Jean-Luc Melanshona) და ემანუელ მარკონს (Emmanuel Macro).
ტრადიციისამებრ, კარნავალის ფარგლებში იმართება ყვავილების აღლუმი. იმ მანდილოსანთა შორის, რომლებიც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელით ცეკვავენ, აღლუმის დედოფალს ირჩევსნ.
პირველი დღესასწაული, რომელმაც კარნავალს ჩაუყარა საფუძველი ნიცაში 1294 წელს შედგა. იმ დროს ნიცა ანჟუს ჰერცოგმა მოინახულა. მას გართობა და დროსტარება სურდა.
1924 წლის შემდგომ, ნიცაში კარნავალი ყოველ წელს იმართება. მიუხედავდ ამისა მან მაშტაბური მნიშვნელობა მხოლოდ XIX საუკუნეში შეიძინა.
წელს ,კარნავალი გაძლიერებული უსაბრთხოების ფონზე გაიმართა. აკრძალული იყო პირეოტექნიკისა და სათამაშო იარაღის გამოეყენება.
საკარნავალო სივრცეში შესვლვლელა 5 ევრო ღირდა.

უზარმაზარი 2 ტონიანი თოჯინები, 8-12 მეტრის სიმაღლეზე ეკიდა და ზევიდან უცქერდენ კარნავალს.
შარშან კარნავალს მილიონი ადამიანი დაესწრო, წელს მონაწილეობის სურველი შედარებით ნაკლებმა ადამიანმა გამოთქვა. ექსპერტები ამას ტერორისტული საფრთხის მოლოდინს უკავშირებენ. მიუხედავად ამისა, როგორც ამბობენ კარნავალმა ჩინებულად ჩაიარა.
გააზიარეთ მოიწონეთ ან გამოიწერეთ ჩვენი ბლოგი.
მეტი კულტურა თქვენს სივრცეში



No comments :

Post a Comment